შუა საუკუნეების თურქული დივანის ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელის, რომელმაც ახალი სიცოხლე შთაჰბერა კანონუკურ და „იგივეობის ესთეთიკაზე“ განპირობებულ მხატვრულ აზროვნებას - ისა ნეჯათი ბეის ლირიკამ თავიდანვე მიიპყრო იმ ჟამინდელი პოეზიის აუცილებლობით შეპყრობილი არისტოკრატიის ყურადღება და თეზქერეჯიების მუდმივი განჭვრეტვის ობიექტად იქცა. ნეჯათის ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებთაგან ერთადერთი მისი დივანია, რომელიც თეზქერეჯი მუეიედზადზე აბდურრაჰმან ჩელებიმ შეადგინა. პოეტის სამწერლობო ენა, განსაკუთრებით მის ყაზელებში, არის სადა, მარტივი და მსუბუქი. მისი პოეტური სტილი კი ძლიერი და შთაბეჭდავია. იგი ხალხური სიბრძნის წიაღიდან მომდინარეობს და ახლოს დგას მის ფსიქოლოგიასთან. განსაკუთრებით ბუნებისა და ნადირობის სცენების აღწერისას, მკაფიოდ იგრძნობა ადგილობრივ, ნაციონალურ ფერთა სიკაშკაშე, რომელიც დაცლილია არაბუნებრივი, თავსმოხვეული გრადაციებისაგან და აღსავსეა ცხოველი შეგრძნებებით. მისი პოეტური ენის მუსიკალურობა, თითქოს უჩუმრად მონატრებული ჰანგი იყო უკვე მონოლითად ქცეულ, მომოტონურად მჟღერ კანონიკურ პოეზიაში, ამიტომაც იგი სწრაფად მიწვდა ყველანაირი სოციუმის ყურს, ასეთივე დამახასიათებელი სემანტიკით კი ნებისმიერ სოციალურ საფეხურზე მდგომის გულსა და გონებას და ამიტომაც დიდხანს შემორჩა მის მეხსიერებაშიც. მე-15 საუკუნის სასაუბრო ენის დივანის პოეზიაში აჟღერება, ანდაზებისა და ხალხური გამონათქვამების გამოყენება, ხალხური მეტაფორებისა და შედარებების თავისუფალი გადმოცემა, კაფიესა და რედიფის თურქული სიტყვებით შერჩევა, თურქული არუზის დამკვიდრება, ეს ის ნაპერწკლებია ნეჯათის მიერ ანთებული, რომელზეც გაჩაღდა მე-20 საუკუნის ლიტერატურული რევოლუცია. ნეჯათის სალიტერატურო ენა იქცასინთეზად თურქული ხალხური და კლასიკური ენებისა და ცალკე მოვლენად თურქულ პოეზიაში, რომელსაც იყენებდნენ და ბაძავდნენ შემდეგი თაობების პოეტები. ნეჯათი ბეის დივანის არქიტექტონიკია არ დაურღვევია, პირიქით, მან შეავსო ის წყვეტა -სიცარიელე, რომელიც ხლეჩდა და ორ პოლუსზე აყენებდა ერთი კულტურის ორ ლიტერატურას - ხალხურსა და კლასიკურს. შეიძლება ითქვას, მან პირველმა შეძლო გაბედვა ასწლეულებით ნატკეპნი დივანისათვის ახალი სული შთაებერა, რაც მომავალი თაობების ლირიკული აზროვნების შთაგონებად იქცა. მან შეძლო მისი პოეზია სასახლის დიდებულებას გასცლოდა და ბაზრებსა თუ ვიწრო ქუჩა-ბანდებშიც აჟღერებულიყო. ნეჯათი თავის სიცოცხლეშივე იქცა პოეზიის დიდოსტატად და მის ლირიკულ სტილსა და პოეტურ ენას თავიდანვე გამოუჩდნენ მიმდევრები. პოეტი პოეზიაზე და სხვა პოეტებზე თავის ერთ-ერთ ბეითში წერდა: „როგორც შაქრის ლერწამი კალმის დარად სტრიქონს ვერ დაწერს, ისე განცხრომასა და სიხარბეს მიცემული ხელოვანი სიტყვას ვერ განადიდებს, ამიტომაც, ამა ქვეყნის სიამენი სხვა რამეა, ლექსის წერა კი, სხვაგვარი.“
თეზქერეჯიები ყაზელი ყასიდა მერსიე ყითა რობაი მახლასი ნაზირე.
Primary Language | Georgian |
---|---|
Subjects | Linguistics |
Journal Section | World languages, cultures and litertures |
Authors | |
Publication Date | April 26, 2023 |
Published in Issue | Year 2023 |