უცხო ენის სწავლება გარკვეულ მეთოდებს მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ
სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: გრამატიკულ-მთარგმნელობითი, პირდაპირი, იგივე ბუნებრივი
მეთოდი, აუდიოლინგვური, აუდიოვიზუალური, შერეული. ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე
უარყოფითი თვისება. არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. სასურველი მეთოდი დამოკიდებულია
სიტუაციაზე. მეთოდები მუდმივად იცვლება, სამიზნე ჯგუფის მიხედვით. ჩვენს სამიზნე ჯგუფს
დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც არჩევანი საკუთარი, მშობლიური
ენისგან სრულიად განსხვავებულ - ქართულ ენაზე გააკეთეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუდენტები
განსახილველი უცხო ენის სწავლას იწყებენ ანბანიდან. ანუ არანაირი წინარე ცოდნა არა აქვთ. ჩვენ
ქართული ენის სწავლებისას მივმართავთ შერეულ მეთოდს. წინამდებარე სტატიაში ქართული ენის
გრამატიკის სწავლებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ვფიქრობთ, ენის ხარისხიანი სწავლებისთვის
აუცილებელი საყრდენი გრამატიკაა. შევნიშნავთ, რომ სწავლების საწყის ეტაპზე აუცილებელია
გარკვეული წესებისა და ტერმინების დამახსოვრება. ცნობილია, რომ მხოლოდ განსაზღვრული
გრამატიკული წესებისა და კანონების საფუძველზე იქცევა სიტყვები და წინადადებები ურთიერთობის
მძლავრ საშუალებად, აზრთა გაცვლა-გამოცვლის იარაღად. გრამატიკის სწავლებასთან ერთად
სტუდენტი ეუფლება ენის ლექსიკას, ახალი სიტყვების მიღების გზებს, საშუალებებს; უვითარდება
კრიტიკის უნარი: რომელია მართებული ფორმა ან რატომ? გრამატიკული ცნებების, კატეგორიების
შესწავლის საფუძველზე მდიდრდება შემსწავლელის ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.
Primary Language | Turkish |
---|---|
Subjects | Literary Studies (Other) |
Journal Section | Araştırma Makaleleri |
Authors | |
Publication Date | December 9, 2024 |
Submission Date | June 27, 2024 |
Acceptance Date | October 7, 2024 |
Published in Issue | Year 2024 Volume: 14 Issue: Özel Sayı |