Araştırma Makalesi

ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში

Cilt: 14 Sayı: Özel Sayı 9 Aralık 2024
PDF İndir

ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში

Öz

უცხო ენის სწავლება გარკვეულ მეთოდებს მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: გრამატიკულ-მთარგმნელობითი, პირდაპირი, იგივე ბუნებრივი მეთოდი, აუდიოლინგვური, აუდიოვიზუალური, შერეული. ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისება. არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. სასურველი მეთოდი დამოკიდებულია სიტუაციაზე. მეთოდები მუდმივად იცვლება, სამიზნე ჯგუფის მიხედვით. ჩვენს სამიზნე ჯგუფს დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც არჩევანი საკუთარი, მშობლიური ენისგან სრულიად განსხვავებულ - ქართულ ენაზე გააკეთეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუდენტები განსახილველი უცხო ენის სწავლას იწყებენ ანბანიდან. ანუ არანაირი წინარე ცოდნა არა აქვთ. ჩვენ ქართული ენის სწავლებისას მივმართავთ შერეულ მეთოდს. წინამდებარე სტატიაში ქართული ენის გრამატიკის სწავლებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ვფიქრობთ, ენის ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელი საყრდენი გრამატიკაა. შევნიშნავთ, რომ სწავლების საწყის ეტაპზე აუცილებელია გარკვეული წესებისა და ტერმინების დამახსოვრება. ცნობილია, რომ მხოლოდ განსაზღვრული გრამატიკული წესებისა და კანონების საფუძველზე იქცევა სიტყვები და წინადადებები ურთიერთობის მძლავრ საშუალებად, აზრთა გაცვლა-გამოცვლის იარაღად. გრამატიკის სწავლებასთან ერთად სტუდენტი ეუფლება ენის ლექსიკას, ახალი სიტყვების მიღების გზებს, საშუალებებს; უვითარდება კრიტიკის უნარი: რომელია მართებული ფორმა ან რატომ? გრამატიკული ცნებების, კატეგორიების შესწავლის საფუძველზე მდიდრდება შემსწავლელის ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.

Anahtar Kelimeler

Kaynakça

  1. Ertuğrul, A. (2024). “Onuncu Yılında Düzce Üniversitesi Gürcü Dili ve Edebiyatı Anabilim Dalı”. Türk-Gürcü Kültürel İlişkileri: Tarih-Kültür-Edebiyat-Dil, ed. Ali Ertuğrul, Maka Salia Beşiroğlu, Shorena Lomaia, Yusuf Şafak, Düzce: Düzce Üniversitesi Yayınları, 27-55.
  2. თალაკვაძე, მ. (1975). ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა. თბილისი.
  3. კიღურაძე, თ. & ქუთათელაძე, ე. (2013). ქართულის როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა. თბილისი.
  4. სალია, მ. ლომაია, შ. ჩელები, ფ. (2021). ქართული ენის გრამატიკა (მორფოლოგია). დუზჯეს უნივერსიტეტი.
  5. სალია, მ. (2014). ქართული ენის სწავლება დუზჯეს უნივერსიტეტში პრობლემები და პერსპექტივები (ქართულ-თურქულად). დუზჯე - ისტორია, კულტურა. 202-206.

Ayrıntılar

Birincil Dil

Türkçe

Konular

Edebi Çalışmalar (Diğer)

Bölüm

Araştırma Makalesi

Yayımlanma Tarihi

9 Aralık 2024

Gönderilme Tarihi

27 Haziran 2024

Kabul Tarihi

7 Ekim 2024

Yayımlandığı Sayı

Yıl 2024 Cilt: 14 Sayı: Özel Sayı

Kaynak Göster

APA
Salia, M. (2024). ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში. Düzce Üniversitesi Sosyal Bilimler Dergisi, 14(Özel Sayı), 26-33. https://doi.org/10.55179/dusbed.1505865