ნაშრომში კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აღინიშნება, რომ XX საუკუნის 30-იანი წლების აფხაზეთში საქართველოს სსრ-ს ფარგლებს გარედან მიმდინარეობდა რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი, ბელარუსი, ებრაელი და სხვა ეროვნების კოლონისტთა მასობრივი ჩასახლება. მიგრანტთა საერთო რაოდენობა 1926-1939 წლებს შორის 100 000 კაცს უახლოვდებოდა. ამ მიგრაციის ოფიციალურად გამოცხადებული მიზანი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საზღვრის დაცვის განმტკიცება. მიგრანტთა მასობრივ შემოდინებას გეგმავდა, აფინანსებდა და აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლება, აგრეთვე სპეციალურად შექმნილი სამიგრაციო-კოლონისტური სამსახურები და მათი ფილიალები. 1926-1939 წლებში აფხაზეთში ქართველთა რაოდენობა გაიზარდა 24 000 კაცით, რასაც ზოგი აფხაზი მეცნიერი იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ანტიაფხაზური პოლიტიკის გამოხატულებად მიიჩნევს: ქართველთა რაოდენობის ზრდის მიზანი აფხაზთა გაქართველება იყოო. ამგვარი დასკვნა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან თუ ეს პროცესი გაქართველება იყო, მაშინ გაუგებარია, რატომ დაუშვეს იმავე სტალინმა და ბერიამ ოთხჯერ მეტი რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი, ბელარუსი, ებრაელი და სხვა ეროვნების კოლონისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფხაზეთში იმავე 1926-1939 წლებს შორის. მიგვაჩნია, რომ მასობრივი მიგრაციის სტრატეგიული მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პოლიეთნიკური ვითარების შექმნა იყო, სადაც უნდა მომხდარიყო უკლებლივ ყველა არარუსულ ეთნიკურ ჯგუფთა, მათ შორის აფხაზებისა და ქართველების ეროვნულ-ენობრივი თვისებების წაშლა, მათი ერთმანეთში შერევა და საბოლოო რუსიფიკაცია. ეს სტრატეგიული მიზანი კი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა.
Bu çalışmada, 20. yüzyılın 30’lu yıllarında Abhazya’ya Rus, Ermeni, Yunan, Ukraynalı, Belarus, Yahudi ve diğer milletlerden göçmenlerin Gürcistan Sovyet Sosyalist Cumhuriyeti sınırları dışından getirilip yerleştirildiği somut verilere dayanarak ispatlanacaktır. Nitekim 1926-1939 yılları arasında toplam göçmen sayısı takriben 100.000 kişiye ulaşmıştı. Bu göçün resmi olarak açıklanan sebebi, Abhazya topraklarında devam eden sanayileşme ve ekonominin modernizasyonu için nitelikli personel sağlamak ve sınır korumasını güçlendirmekti. Göründüğü kadarıyla kitlesel göçmen akını, Sovyetler Birliği’nin en yüksek yetkililerinin yanı sıra özel olarak oluşturulmuş göç ve sömürge hizmetleri ve bunların şubeleri tarafından planlanmakta, finanse edilmekte ve kontrol edilmekteydi. 1926 ile 1939 yıllarda Abhazya’daki Gürcülerin sayısı da 24.000 kişi artmıştı. Bu durumu, bazı Abhaz bilim adamları, I. Stalin ve L. Beria’nın Abhaz karşıtı politikasının bir ifadesi olarak görüyor ve Gürcü sayısını artırmadaki amacın Abhazları Gürcüleştirmek niyeti olduğunu düşünüyor. Ancak böyle bir varsayım gerçeklikle örtüşmemektedir. Eğer gerçekten bu sürecin amacı Gürcüleştirme olsaydı, yine 1926-1939 yılları arasında Stalin ve Beria'nın Abhazya'da Rus, Ermeni, Yunan, Ukraynalı, Belaruslu, Yahudi ve diğer milletlerin sayısında keskin bir artışa neden izin verdikleri açıklanamaz. Kanaatimizce bu kitlesel göçün stratejik amacı, Abhazya topraklarında çok etnikli bir durum yaratmak, Abhazlar ve Gürcüler de dahil olmak üzere Rus olmayan etnik grupların en azından bir kısmının ulusal ve dilsel özelliklerini silmek ve birbirine karıştırmaktı. Bu stratejik hedef, Sovyet en yüksek yetkilileri açısından her şeyin üstünde bir anlam taşımaktaydı.
Birincil Dil | İngilizce |
---|---|
Konular | Kültürel çalışmalar (Diğer) |
Bölüm | Araştırma Makaleleri |
Yazarlar | |
Yayımlanma Tarihi | 9 Aralık 2024 |
Gönderilme Tarihi | 7 Ekim 2024 |
Kabul Tarihi | 29 Ekim 2024 |
Yayımlandığı Sayı | Yıl 2024 Cilt: 14 Sayı: Özel Sayı |