GE
“სტამბოლის ქართული სავანე - უმნიშვნელოვანესი კერა თურქულ - ქართული ლიტერატურული ურთიერთობების მკვლევართათვის”
Öz
თურქულ-ქართული ურთიერთობები დიდი ხნის ისტორიას ითვლის. დღეს თურქეთი დასავლური ორიენტაციის მქონე, დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ახლო კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აქვს. ორი ქვეყნის ისტორიის ქარტეხილებმა საერთო კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, ლიტერატურის, ეთნოგრაფიული ყოფისა და ტრადიციების მსგავსება განაპირობა. დღეისათვის უკვე საერთო მემკვიდრეობად ქცეულ საგანძურს შესწავლა, დაცვა და წარმოჩენა სჭირდება, რაც საინტერესო არის როგორც ქართველი, ასევე თურქი მკვლევრებისათვის. თურქეთი-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა, ლიტერატურული კონტაქტები კი ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ წინა საუკუნეში დაიწყო. ქართველმა მეცნიერებმა თავიდანვე სწორად შეაფასეს და ახალი დროის საქმედ დასახეს თურქული ლიტერტურის თარგმნა. თურქეთის ისტორიისა, თურქული ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესი ყოველთვის იყო საქართველოში, რაც დღესაც არ მინელებულა. უამრავი მონოგრაფია, დისერტაცია, სტატია, გამოკვლევა დაიწერა თურქული ენის თავისებურებების, ქართულ ენაში შემოსული თურქული სიტყვების, თურქულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. თურქული ლიტერატურით ქართველი მკითხველის დაინტერესება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში შეინიშნება. ლიტერატურის კრიტიკოსები ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებს ასე ხსნიან: ძალიან ბევრი მსგავსება ქართულ და თურქულ კულტურას შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ნაშრომში „სტამბოლის ქართული კულტურის სავანე - უმნიშვნელოვანესი კერა თურქულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების მკვლევართათვის”, საუბრობს ქართველთა მიერ უცხოეთში დიდი ძალისხმევითა და რუდუნებით ნაგები საგანმანათლებლო კერების შესახებ, მათ მძიმე ხვედრზე, რამდენადაც ჟამთა სიავემ ბევრი მათგანი აღგავა პირისაგან მიწისა, განადგურდა უამრავი ძვირფასი ხელნაწერი, გასხვისდა არაერთი კერა ქართული კულტურისა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტად რჩება ის, რომ ერთადერთ გამონაკლისად იქცა სტამბოლის ქართული სავანე, სადაც მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები, სასულიერო პირები, გამორჩეული მოღვაწენი ქართული კულტურისა და მეცნიერებისა, არაერთი ცნობილი ისტორიული პირი.
Anahtar Kelimeler
Kaynakça
- ნაჭყებია, მ. (2009). სტამბოლის ქართული სავანის ისტორიიდან, კრებ. თურქულ - ქართული კულტურული პარალელები, თბ. (Nachkebia, M. (2009). Stambolis Savanis İstoriidan, Kreb. Turkul-Kartuli Kulturuli Paralelebi, Tb.)
- ნიკოლეიშვილი, ა. (2015). ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ქუთაისი. (Nikoleishvili, A. (2015). Kartulenovani Zepirsitkviereba da Mtserloba Turketshi, Kutaisi.)
- ნიკოლეიშვილი, ა. (2010). თურქული დღიურები, ქუთაისი. (Nikoleishvili, A. (2010). Turkuli Dgiurebi, Kutaisi.)
- ნიკოლეიშვილი, ა. (2011). თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მამულიშვილი, ჟურნ. წელიწდეული, ქუთაისი. (Nikoleishvili, A. (2011). Turketshi Mogvatse Kartveli Mtserali da Mamulishvili, Jurn. Tselitsdeuli, Kutaisi.)
- ფუტკარაძე, შ. (2012). სტამბოლის ქართული სავანე, თბ. (Putkaradze, Sh. (2012). Stambolis Kartuli Savane, Tb.)
- ფუტკარაძე, შ. (1993). ჩვენებურების ქართული, ბათუმი. (Putkaradze, Sh. (1993). Chveneburebis Kartuli, Batumi.)
- ფუტკარაძე, შ. (2002). ქართული საყდარი სტამბოლში, გაზეთი: ,,ლიტერატურული საქართველო”, 27 სექტემბერი. (Putkaradze, Sh. (2002). Kartuli Sagdari Stambolshi, Gazeti: “Literaturuli Sakartvelo”, 27 Sektemberi.)
- შარაძე, გ. (1993). უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი მესამე, თბ. (Sharadze, G. (1993). Utskhoetis Tsis Kvesh, Tsigni Mesame, Tb.)
Ayrıntılar
Birincil Dil
ge
Konular
Dilbilim
Bölüm
Araştırma Makalesi
Yazarlar
Sudan Altun
*
0000-0003-0227-4219
Türkiye
Yayımlanma Tarihi
26 Nisan 2023
Gönderilme Tarihi
22 Ocak 2023
Kabul Tarihi
20 Nisan 2023
Yayımlandığı Sayı
Yıl 1970 Sayı: 33